პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მტაცებელი ცხოველების ძებნის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, -ამის შესახებ მან საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ბოლო მონაცემები შეაჯამა.
პრემიერის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი. ამის გამო, მთავრობის მეთაური მოსახლეობას სიფრთხილისკენ და საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ - „112“-ში დარეკვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.