ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეაგირების დანაყოფის ოთხი ეკიპაჟი 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს, - ამის შესახებ საგანგებო შტაბის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„დღეს დახმარების სურვილი გამოთქვა „საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციამ“. ეს ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა და ვფიქრობ, ეს მონადირეები მტაცებელი ცხოველების ძებნის საქმეში უნდა ჩავრთოთ. როგორც ვიცი, საკუთარი მტაცებელი ძაღლებით, შეიძლება უბნებად დავყოთ და ეს სამუშაოები გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიულ სამორიგეოში შესული შეტყობინებების გადამოწმება ხდება. ქალაქის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ძებნის სამუშაოები, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროა ჩართული.