სტიქიის შედეგად დაღუპული მაშველი თავდადების მედლით დაჯილდოვდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
”მაშველი, რომელიც გარდაიცვალა, მან გადაარჩინა 7 ადამიანი. ჩემი შუამდგმომლობით ეს პიროვნება, გმირი მაშველი დაჯილდოვდეს თავდადების მედლით. დაკრძალვა არის შაბათს და ეს ჯილდო გადაეცემა მის ოჯახს”, - განაცხადა ღარიბაშილმა.
მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის ღამეს სტიქიის დროს დაიღუპა.