ანტონ კათალიკოსის 34, ნუცუბიძის მ-3 და მე-4 მიკრო რაიონები, პეკინის ქუჩა და კოსტავას გამზირი - ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, საიდანაც მოქალაქეებმა 112-ში ღამის განმავლობაში დარეკეს. ზოგიერთმა მათგანმა ცხოველი შენიშნა, ზოგმა მისი ხმა გაიგონა. საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმელები მთელი ღამის განმავლობაში ათვალიერებდნენ გამოძახების ადგილებს, თუმცა მტაცებელი ცხოველის პოვნა ვერ მოხერხდა.