13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ნაპოვნია კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი.
"დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ნაპოვნია კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ეს არის ნოზაძე სულიკო დიმიტრის ძე, დაბადებული 1959 წლის 6 დეკემბერს. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა გამო და ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 4 ადამიანი.
უგზო-უკლოდ დაკარგულ პირთა სია ასეთია: 1. ელიზა მალხაზის ასული ზარანდია, დაბ.: 16/10/1989; 2. ელიზბარ შოთას ძე ბაღაშვილი, დაბ.: 16/08/1961; 3. ბექა თეიმურაზის ძე ბუთურიშვილი, დაბ.: 28/08/1981; 4. სერგო ავთანდილის ძე კაპანაძე, დაბ.: 01/03/1984.