სახელმწიფო კანცელარიასთან თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია იმართება. „2030“-ის ჟურნალისტის თქმით, რამდენიმე ასეულ შეკრებილ ადამიანს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ, რომ ზურაბ გურიელიძე არ მიეცეს პასუხისგებაში. აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ ზურაბ გურიელიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ის დღევანდელ ტრაგედიას საკუთარ თავზე იღებს, - არის ძალოვანი სტრუქტურების დამსახურება და არა აღიარება.
აქციის მონაწილე: „ზურაბ გურიელიძე ამ შემთხვევაში სრულიად უდანაშაულოა. <...> თუკი ათმა ადამიანმა გუშინ ნახა ცხოველი, რატომ არ გააკეთეს მათ განცხადება.“
აქციის ორგანიზატორი: „ვაპროტესტებთ იმას, რომ ზურაბ გურიელიძის წინააღმდეგ მიმდენარეობს გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. <...> დღეს, როდესაც ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა, ზეწოლა განხორციელდა ზურაბ გურიელიძეზე. ამის შემდეგ მან მოიხადა ბოდიში და აღიარა, რომ ეს მისი ბრალი იყო. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი არის ზეწოლით გაკეთებული, ჩვენ არ ვიცით რა მოხდა დახურულ კარს მიღმა.“