ცხოველებთან დაკავშირებული ყველა ქმედება თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ევალება. სააგენტოს წესდების მიხედვით, ცხოველებთან დაკავშირებული ყველა ქმედება - კრიზისები, საფრთხე, სწრაფი რეაგირება, მოსახლეობის დაცვა, საგანგებო სიტუაციების და ლოკაციების აღრიცხვა და ა. შ. სწორედ ამ სააგენტოს ევალება.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდებიდან: მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის სფერო 2. კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს: ა) საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი სამსახურების კოორდინაციას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას; ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობას; გ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირებას და შესაბამისი წესით წარდგენას სათანადო ორგანოებში; დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებას და სრულყოფას; ე) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში, წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობას; ვ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას; ზ)ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობას; თ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობას; ი) ხმელეთზე, მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორციელებას ცხოველების სიცოცხლის დაცვის მიზნით; კ) შესაბამის უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებულ მუშაობას.