ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე მოხსენებას საპარლამენტო უმცირესობასთან წარადგენს.
სხდომაზე მან ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური იყო, თუმცა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება წლის ბოლოს დაიწყო. კაკაურიძის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი იყო ისიც, რომ დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა. კაკაურიძემ ლარის გაუფასურების მიზეზად საგარეო ფაქტორებიც დაასახელა.
პარლამენტში უმცირესობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.