სახალხო დამცველი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წარმომამდგენლებს შეხვდა. ომბუდსმენმა ევროსტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოში 2014 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხბზე. ნანუაშვილმა ასევე ქვეყანაში რეალური ფუნქციებით აღჭურვილი შრომის ინსპექციის დაჩქარებულ ტემპებში ჩამოყალიბების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.