ჯეიმს აპატურაი კაპრალ დავითაიას ოჯახს უსამძიმრებს. “მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო ქართველი ჯარისკაცის ოჯახს, რომელიც აისაფის მისიის შესრულებისას მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს იმ წვლილისა და მსხვერპლისთვის, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის იღებს,”-წერს ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ფეისბუკის გვერდზე.