დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმადღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგიალიბეგაშვილი უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთადიდუბის პანთეონის დახურულად გამოცხადების საკითხი განიხილეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა პანთეონის დახურვის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომმწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში საზოგადო მოღვაწეთადაკრძალვის საშუალება აღარ არსებობს.
„რამდენიმე თვეა, რაც ახალი პანთეონისთვის შესაფერისი ადგილის შესარჩევად ინტენსიურიმუშაობა მიმდინარეობს. მსჯელობის შედეგად, კომისიამ ივერიის ღვთისმშობლის მშენებარეტაძრის მიმდებარე ტერიტორია შეაჩერა. ვფიქრობ, ახალი პანთეონის თაობაზეგადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. გადაწყვეტილების მიღებისპროცესს თან ახლავს დარგის სპეციალისტებსა და სასულიერო პირებთან, ასევემოქალაქეებსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობადა კომუნიკაცია“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის ტერიტორიაზე და სოციალურად დაუცველი ოჯახებისმონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარებისადა სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ იმსჯელეს.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურისარეკომენდაციო საბჭოს დებულების დამტკიცების, „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამისფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა“, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციასშორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცების“ და თბილისისმუნიციპალიტეტის მოძრავი ქონებების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა დაპრივატიზაციის გეგმის დამტკიცების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც უყარეს კენჭი.
საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
სხდომას, დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.