პანთეონი, სავარაუდოდ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის შიდა სივრცეში მოეწყობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებთან საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,
მერიამ დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ოფიციალურად დახურვასთან დაკავშირებით, საკრებულოს მიმართა.
,,სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს მუშაობა, პანთეონის ადგილის შესარჩევად, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქალაქს. პანთეონი არ არის მხოლოდ დასაკრძალი ადგილი, არამედ ერთ-ერთი კულტურული გარემო და სივრცეა, რომელსაც თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა ექნება წლების განმავლობაში.. მიმდინარეობს საუბარი რამდენიმე ადგილზე, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სავარაუდოდ, პანთეონი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის შიდა სივრცეში მოეწყობა”, - აცხადებს ალიბეგაშვილი.