“გარემო და უსაფრთხოების ინიციატივას“ 2015 – 2020 წლების სამუშაო პროგრამა განიხილეს სასტუმოში „რედისონ ბლუ ივერია“. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) და „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის“ (ENVSEC Initiative) სამხრეთ კავკაიის რეგიონული შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სიტყვით მიმართა.
შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, წყლის რესურსებისა და სახიფათო ნარჩენების მართვის, კატასტროფების რისკის შემცირების, კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი მმართველობის, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრას გაეროს ელჩთან საქართველოში ნილს სკოტთან ერთად ეუთოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„გარემო და უსაფრთხოების ინიციატივას” (ENVSEC Initiative) საფუძველი 2003 წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივით ჩაეყარა. შემდგომში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) გახდა ინიციატივის ასოცირებული პარტნიორი, ხოლო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) და რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისათვის (REC) ინიციატივის სრული პარტნიორები გახდნენ.
”გლობალური ხანძრების ცენტრი დიდი ხანია თანამშრომლობს ეუთოსთან „გარემოსა და უსაფრთხოების ფარგლებში“. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ზუსტად გარემოსდცვით პრობლემებს, რომელიც უსაფრთხოებასთა არის დაკავშირებული. დღესდღეობით მნიშვნელოვანი პრობლემაა კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი.
ვიმედოვნებთ, რომ „გარემოსა და უსაფრთხოების ინიციატივა“ შეძლებს ამ მოვლენების გადალახვას”,- აღნიშნა გლობალური ხანძრების ცენტრის ხელმძრვანელმა იოჰან გოლდამერმა