9 ივნისს ,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ თავის იუბილესთან დაკავშირებით ახალ ოფისს ხსნის (ალ.ყაზბეგის 16). ამ შენობაში განთავსებულიასადაზღვევო კომპანია ალფასსხვადასხვა სამსახურები.
სადაზღვევო კომპანია ალფა 100 % –ით ქართული კაპიტალით არის დაფუძნებული. ალფას მაღალკვალიფიციური გუნდი კორპორატიულ დაზღვეულებთან ერთად ემსახურება ისეთ სახელმწიფო სტრუქტურებს როგორიც არის: საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, აღსრულების ბიურო, შემოსავლების სამსახური, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და მრავალი სხვა დაწესებულება თუ ორგანო. ალფა თავის დაზღვეულებს მომსახურებას 200 ზე მეტ პროვაიდერ კლინიკაში სთავაზობს. ალფას ბაზარზე წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ქონების, ავტო, ტვირთების, პასუხისმგებლობის და სხვა სადაზღვევო პროდუქტები.
გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან:
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიები დაავერსის ხელმძღვანელები.
დღის განრიგი:
13:00 - გახნა;
13:30– შენობის დათვალიერება;
14:00– ალფას დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე;
14:05–საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი იოსებ გოგოლაშვილი;
14:10 – ალფას გენერალური დირექტორი მაკა სოლოღაშვილი;
14:15 – თავისუფალი პროგრამა ჯგუფი ,,The Goblins~.