საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემა და 2015 წლის ანგარიში – ამ თემაზე კონფერენციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” გამართავს. ანგარიში 12 ინსტიტუტს მოიცავს, მათ შორის: პარლამენტს, მთავრობას, სასამართლო ხელისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციასა და მედიას. პრეზენტაციის შემდეგ კვლევაში მიმოხილული ინსტიტუტების წარმომადგენლები მოკლე მოხსენებებით წარდგებიან. მომხსენებელთა შორის ქვეყნის პრეზიდენტი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც იქნებიან. კონფერენციას ევროკავშირის ელჩიც დაესწრება.