სებ-ის პრეზიდენმტი გიორგი ქადაგიძე მთავრობას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად მოაწეროს ხელი სავალუტო ფონდთან განზრახვათა ხელშეკრულებაზე. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება, ერთი მხრივ, დააფიქსირებს მთავრობის პოზიციას ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე და, მეორე მხრივ, განსაზღვრავს იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომელთა ირგვლივაც განისაზღვრება სამოქმედო გეგმა.
”მინდა მივმართო მთავრობას და მოვუწოდო რაც შეიძლება სწრაფად მოვაწეროთ ხელი სსფ-თან განზრახვათა ხელშეკრუილებას, რომელიც ერთის მხრივ დააფიქსირებს მთავრობის პოზიციას ყველა ამ საკითხთან დაკლავშირებით, მეორეს მხრივ განსაზღვრავს იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს რომლის ირგვლივაც გაშენდება სამოქმედო გეგმა, რაც არის წინა პირობა ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების შენარჩუნებისათვის. ახლა საჭიროა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადაგმა, ჩვენ არ გვაქვს გადაბრალებისა და კუდიანებზე ნადირობის დრო. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მახრეს, შეწყდეს თავდასხმები სებ-ზე. ესაა საზიანო ჩვენი ქვეყნის რეპუტაცისათვის და ინვესტორების განწყობისთვის”, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენმტმა გიორგი ქადაგიძედმ.