დიმპომატიური ტურის ფარგლებში, რომელსაც საგარეო უწყება მასპინძლობს დიპლომატები საოკუპაციო ზონაში გაემგზავრებიან და სოფელ ხურვალეთს მოინახულებენ. ამის შემდგომ, უკვე იგეგმება მგზავრობა ბათუმში.
წლევანდელი დიპლომატიური ტური მთლიანად დაეთმობა საქართველოს ზღვისპირეთს.
დიპლომატები მონახულებენ ბათუმს. აჭარის ავტონომიური მთავრობის ორგანიზებით გაიმართება აჭარის კონფერენცია, სადაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიაწვდის ინფორმაციას დიპლომატიური ტურის მონაწილეებს აჭარის რეგიონის თაობაზე, მისი საინვესტიციო, ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ბათუმში სტუმრობის ფარგლებში დიპლომატები მოინახულებენ აჭარის კულტურულ ღირშესანიშნაობებეს.
,,ჩვენ წელსაც, ისევე როგორც შარშან დიპლომატიური ტურის მონაწილეებს ვამგზავრებთ საქართველოს რკინიგზით, რაც დამატებითი საშუალებაა მათთვის გაეცნონ ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას”, -აცხადებს საგარეო უწყების პრესსპიკერი დავით კერესელიძე.
დიპლომატიური ტურის თანაორგანიზატორები გახლავთ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს რკინიგზა.
დილომატიური ტური, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა უწყებაში და საგარეო საქმეთა სამინისტრო მას უკვე მესამედ ატარებს. გუშინ 23 მაისს "დიპლომატიური ტური-2015"-ის მონაწილეებისთვის თბილისის საკრებულოს შენობაში სადღესასწაულო მიღება გაიმართა. სტუმრებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა უმასპინძლეს.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და თბილისი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.
თამარ ბერუჩაშვილმა დიპლომატიური ტურის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე, ასევე მადლობა გადაუხადა ელჩებს ტურში მონაწილეობისათვის.