ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, საქართველოს მთავრობა რიგაში მისი ექსტრადირების მოთხოვნით არის დაკავებული და არა სამიტის საკითხებით.
„მთავრობის საზრუნავი რიგაში ის კი არ ყოფილა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა მისცენ, არამედ ის, რომ თურმე ლატვიის მთავრობამ უნდა დამაკავოს და ამ უდღეურებს გადამცეს. მთავრობას როცა ეს პრიორიტეტი აქვს, როგორ შეიძლება იმ მთავრობისგან რამე დადგეს საერთოდ“, - აღნიშნა საქართველოში ძებნილმა ექსპრეზიდენტმა.
იგი მოუწოდებს ხელისუფლებას დაანებონ მას და მის გუნდს თავი და მიხედონ ხალხს.
„გარდა იმისა, რომ თავს „იბანძებს“, ქვეყანას დააცინინებს და მთავრობაზე ყველა იტყვის, რომ ეს ქართველები ვერ არიან, ამავე დროს, არც იმის ენერგია აქვს, რომ რაღაც კონსტრუქციული გააკეთოს თავისი ხალხისთვის. დაგვანებონ მე და ყველას თავი და მიხედონ ხალხს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი რიგაში, სტუმრის სტატუსით „ევროპის სახალხო პარტიის“ ფორუმს ესწრება, სადაც ამავე დროს, რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი იხსნება.