სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახი კახიშვილის ინფორმაციით, საქართველოს საპატიმროებში 2015 წლის პირველ ნახევარში ოთხი პატიმარია გარდაცვლილი, რაც ნიშნავს მოწინავე ადგილზე ყოფნას ევროპაში.
და თუკი ეს მონაცემები შენარჩუნებული იქნება, ქვეყანა ევროპაში მოწინავე პოზიციაზე
„2014 წელს, 27 შემთხვევა იყო, რაც სამწუხაროა. 2015 წლის პირველ ნახევარში, ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული და თუკი ამას შევინარჩუნებთ, მოწინავე ადგილზე ვიქნებით ევროპაში“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე საუბრისას კახიშვილმა
მისი ინფორმაციით, 2010-2011 წლებში, 132-144 პატიმარი გარდაიცვალა.