ატლანტის ფორვარდმა დემარე კეროლმა მძიმე ტრავმა მიიღო. NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის შეხვედრაში ის მეტოქე  გუნდის კალათბურთელს შეეჯახა.   შეხვედრა კლივლენდის გამარჯვებით, 97:89 დასრულდა. იმ შემთხვევაში, თუ კეროლი მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს, ატლანტისთვის ეს მძიმე დანაკარგი იქნება. კეროლის საშუალო მონაგარი პლეი-ოფის მატჩებში საშუალოდ 16,2 ქულაა.