საქართველოში დღეიდან, გაერთიანებულ არაბთა ემირატების დელეგაციის ვიზიტი იმართება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დელეგაციას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, სულთანი ბინ საეედ ალ მანსოორი ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში მსხვილი არაბული კომპანიების ხელმძღვანელი პირები შედიან.
კერესელიძის ინფორმაციით, ხვალ ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, არაბი ბიზნესმენები საქართველოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის საკითხებს განიხილავენ.
დელეგაციის ვიზიტი 20 მაისს დასრულდება.