საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ილია დარჩიაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენელს საქართველოში ჯორჯია კუციანას შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს,რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდა მისი საქვეუწყებო ორგანიზაციები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღებაწყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო, საკანალიზაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტების მიმდინარეობაზეგაამახვილეს. ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პრიორიტეტები განილეს.