თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პარლამენტიდან სავარაუდოდ მთავრობაში გადაინაცვლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი დაიკავებს, გარემოს დაცვის მინისტრი კი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი გახდება. გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ოჯახთან დაბრუნების არგუმენტით, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის შემთხვევაში, ის შესაძლოა ახალ უწყებას ჩაუდგეს სათავეში.