პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას რამდენიმე საათში დაასახელებს. ახალ მთავრობაში სავარაუდოდ დაანონსებულზე მეტი ახალი სახე იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, შეიცვლებიან სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებიც. კონსულტაციები მთავრობის ადმინისტრაციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის განახლებულ სიას პრემიერ- მინისტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციას სავარაუდოდ დღესვე გადაუგზავნის. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განახლებული მთავრობა პარლამენტს უნდა წარუდგინოს. საკანონმდებლო ორგანოს მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ერთკვირიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტს არ წარუდგენს, ის კონსტიტუციის დამრღვევად ჩაითვლება, რის შემდეგაც შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს.