საქართველოს მთავრობაში განსახორციელებელი ცვლილებები ცნობილია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს გიგლა აგულაშვილი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტს ტარიელ ხეჩიკაშვილი დაკავებენ. ამ დრომდე გრძელდება კონსულტაციები სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით. ოთარ დანელია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კადრია და სავარაუდოდ, იგი მინიტრის პორტფელს შეინარჩუნებს. პრემიერ-მინისტრს დანელიას გარდა კაბინეტში უშუალოდ საკუთარი კადრი არ ჰყავს.
პოლიტიკური წრეებში და თვით „ქართულ იცნებაში“ გარკვეული მოულოდნელობა აღმოჩნდა ხეჩიკაშვილის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დასახელება. წლების განმავლობაში ხეჩიკაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან იყო აფელირებული.
ტარიელ ხეჩიკაშვილი იბერია ბიზნეს ჯგუფის ერთ ერთი დამფუძნებელი და საქართველოს პარლამენტის წევრის გოჩა ენუქიძის ბიზნესპარტნიორია.
იბერია ბიზნეს ჯგუფი საქართველოში მსოფლიოს ცნობილ კომპანიებს წარმოადგენს („კია“, „მიცუბიში“, „აუდი“, „პეჟო“ „სალერი“).
ხეჩიკაშვილმა 2005 წელს, საფეხბურთო სკოლა, „საბურთალო“ შეიძინა და ამ სკოლას დღემდე პატრონობს. „საბურთალოს“ გუნდი წელს პირველად, პირველ ლიგაში გამოდის.