,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, არ წარმოადგინონ და დაამტკიცონ "ივანიშვილის მორჩილი მთავრობა". პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად პარლამენტმა სრულიად განახლებული მთავრობა უნდა დაამტკიცოს.
"დღეს საქართველოს ეროვნული ვალუტა კიდევ რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. მიუხედავად ხელისუფლების არაერთი განცხადებისა, რომ უკანასკნელ თვეებში ლარი დასტაბილურდებოდა, ყველა ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ეს პროცესი გახდა შეუქცევადი ამ მთავრობის, ღარიბაშვილის და ხადურის მმართველობის პირობებში. საქართველო, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ მას ჰყავდეს ხალხის და არა ოლიგარქის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა. ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ და პრეზიდენტმა მიიღონ გადაწყვეტილება, არ მიაყენონ შეურაცხყოფა ქართულ საზოგადოებას და არ დაუშვან ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავება”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით ახალმა მთავრობამ მყისიერად უნდა დაიწყოს ანტიკრიზისული გეგმის განხორციელება.
შგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ 10:00 საათზე დაასახელებს