თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე შესაძლოა კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრმა თინა ხიდაშელმა შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ,,იმედი” ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე ადასტურებენ, რომ მინისტრთა კაბინეტის ცვლილება მხოლოდ ორი ვაკანტური ადგილით არ შემოიფარგლება.
მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის დასახელება დღეისთვის იყო დაანონსებული თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრების ახალ კანდიდატებს ხვალ წარადგენს.
გუშინდელ პრესკონფერენციაზე პრემიერმა განმარტა, რომ მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება - სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.