მინისტრების ახალ კანდიდატურებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ, 10:00 წარადგენს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონსულტაციები კოალიცია "ქართული ოცნებასთან" ამ დრომდე გრძელდება.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი განიხილება.