საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში სუვერენული ფონდების აზიის სამიტში მიიღო მონაწილეობა.ირაკლი კოვზანაძემსამიტის მონაწილეებისთვის ფონდის სტრუქტურისა და პროექტების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია. მან ასევე ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.
სამიტის მონაწილე სუვერენული ფონდების ხელმძღვანელებს შორის დაინტერესება გამოიწვია ინფორმაციამ საქართველოს შესახებ. მათ განსაკუთრებულიინტერესი გამოხატეს ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, როგორც რეგიონში წამყვანი დარგების მიმართ. ირაკლი კოვზანაძემ დაინტერესებული ფონდების ხელმძღვანელები საქართველოში მოიწვია.
„ეს იყო ერთ–ერთი საინტერესო შეხვედრა იმ კუთხით, რომ საქართველოს მიმართ გამოითქვა ინტერესი და გაჩნდა იდეა, რომ მომავალში, ერთ-ერთი ასეთი ფორუმი ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდეს,“ აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ღონისძიების ფარგლებში ირაკლიკოვზანაძე შეხვდარამდენიმე საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტის ხელმძღვანელებსსაპარტნიორო ფონდთან მომავალი თანამშრომლობისა და ფინანსების დამატებითი რესურსების მოზიდვის მიზნით.
სუვერენული ფონდების აზიის სამიტი (SWFI Institute Fund Summit Asia 2015), სეულში 27-28 აპრილს გაიმართა, და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი დონის ბიზნეს ლიდერებს და ინსტიტუციურ ინვესტორებსუმასპინძლა.