,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ თითოეული პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატის ვალია არ დაუშვას ბიძინა ივანიშვილის მორჩილი, ახალი მთავრობის დამტკიცება.
მისივე განმარტებით, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს დაუწერს ქვეყანა უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, თუ რამხელა დარტყმა მიაყენა სახელმწიფოებრივად და ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ღარიბაშვილის კლანურმა, უნიათო, კორუმპირებულმა მთავრობამ და ამდენად თითოეული პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატის ვალია არ დაუშვას ბიძინა ივანიშვილის მორჩილი, ახალი მთავრობის დამტკიცება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა წავა კიდევ უფრო უკან,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან გივი თარგამაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მთავრობას პარალამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, შვიდი მინისტრის შეცვლის შემდეგ, პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად 7 დღის ვადაში წარუდგინოს.