ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტური წარმატებით გაიარა. კატალონიელებმა სახლში ხეტაფე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს. ლუის ენრიკეს შეგირდებმა მეტოქის კარში 6 უპასუხო გოლი გაიტანეს. დუბლები შეხვედრაში მესიმ და სუარესმა გაიფორმეს. ხეტაფესთან გამარჯვების შემდეგ ბარსელონა სატურნირო ცხრილში 84 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მადრიდის რეალს 5 ქულით უსწრებს.