მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა მაკედონიაში. ტრაგედია ქალაქ ველესში დღეს დილით დატრიალდა. ერთ-ერთ გვირაბში მატარებელმა 14 არალეგალი ემიგრანტი გაიტანა, რომლებიც სავარაუდოდ სომალისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან. მაკედონიის გავლით ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.