eMarketer -ის თანამშრომლების აზრით, 2016 წლისთვის მობილური რეკლამის ხარჯები 100 000 000 000 დოლარს გადააჭარბებს.
როგორც ცნობილია, პლანშეტების რაოდენობა მიმდინარე წელს უკვე 1 მლრდ-ს გადააჭარბებს და ექსპერტების აზით, მომავალი წლისთვის მობილურ რეკლამის ხარჯები უკვე 100 000 000 000 დოლარზე მეტი იქნება. ექსპერტები რეკლამაში გაწეულ ხარჯებს პირდაპირ გაჯეტების რაოდენობის ზრდას უკავშირებენ.
ექსპერტების გათვლებით, ინდოეთში მობილური რეკლამის ხარჯი 2018 წლამდე 1 მლრდ დოლარს ვერ გადააჭარბებს. სამაგიეროდ ამ მხრივაც მზარდი იქნება ბაზარი განვითარებად ქვეყნებში. ბრაზილია, რომელიც რეიტინგში მესამე იყო მობილური რეკლამის უმსხვილესი ბაზრების რეიტინგში 2015 წლიდან უკვე მეცხრე პოზიციაზე აღმოჩნდება.
eMarketer-ის გათვლებით, 2019 წლისთვის აშშ-ში ციფრულ რეკლამაში გაწეული ხარჯების 72 %-ი მობილური რეკლამისკენ იქნება მიმართული.