72 წლის შეიხმა 17 წლის ცოლი 1,2 ათას დოლარად იყიდა. ინდური სააგენტოები 72 წლის შეიხის დაპატიმრების შესახებ იუწყებიან. როგორც ირკვევა 72 წლის შეიხი ხამისა მოხდა ალ-სანაიდი ომანიდან ინდოეთში იმის გამო ჩაფრინდა, რომ 17 წლის გოგონაზე დაქორწინებულიყო. ირკვევა, რომ შეიხმა გოგოს მშობლებს ქორწინების სანაცვლოდ 60 ათასი რუპია, ანუ დაახლოებით 1,2 ათასი დოლარი გადაუხადა.
სამართალდამცავების მიერ დაპატიმრებულია ასევე 2 ადგილობრივი მამაკაცი, რომელიც ამ საქმეების თანამონაწილეები იყვნენ.
ცოლის ”ყიდვის” შემდეგ, გოგონა 2 კვირის განმვლობაში სახლში გამოკეტეს. რამდენიმე ხნის შემდგე გოგონამ მოახერხა დაერწმუნებინა 10 წლის ბიჭი, რომელიც გოგონას უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, რომ ის მისი ნებართვის გარეშე გაათხოვეს. ამის შემდგომ მათ პოლიციაში დარეკვა მოახერხეს და შესაბამისად სამართალდამცავებმა დატყვევებული გოგონა იპოვეს.
როგორც სამართალდამცავებმა გამოარკვიეს, ომანელი შეიცი ინდოეთშიო ტურისტული ვიზით იმყოფებოდა. შეიხმა დაკითხვისას განაცხადა, რომ ცოლის ”ყიდვა” ინდოეთში, ეს მათი ოჯახური ტრადიციაა.