გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროექტი 220 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
”მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაგეგმილია თბოსადგურის ამუშავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. აქვე გეტყვით, რომ ქვემო ქართლში ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე იმყოფება „დებედაჰესი“, ხოლო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე - „თრიალეთიჰესი“.
2013-2014 წლებში ქვემო ქართლში ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებელობა მიეცა 15 ათას ოჯახს; ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 16 ათასზე მეტ ოჯახს, რის შედეგადაც მოსახლეობა გაუმჯობესებულ მომსახურებას იღებს”- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ”ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“, - ახალი სამთავრობო პროექტის პრეზენტაცისას.