ამერიკის ბორთგამცილებლების პროფესიულმა ასოციაციამ, რომელიც 25 ათას ადამიანს აერთიანებს, ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი Etihad Airways-ის რეკლამირებისთვის გააკრიტიკა, წერს The Daily Telegraph.
როგორც APFA-ს პრეზიდენტმა ლორა გლეიდინგმა, ნიკოლ კიდმანისადმი მიწერილ ღია წერილში აღნიშნა, ავიაგადამზიდავთან მიღწეული შეთანხმება UNIFEM-ის კეთილი ნების ელჩის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
პროფესიულმა გაერთიანებამ Etihad-სა და სხვა არაბული ავიაგადამზიდავების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, მტკიცებით რომ აგადამზიდავები ”კარგადაა ცნობილი ჩვენს ინდუსტრიაში”, დისკრიმინაციული საკადრო პოლიტიკისა და თანამშრომლებთან ურთიერთობების გამო.
გლეიდინგმა შეახსენა კიდმანს, რომ 8 მარტს, როცა ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, მსახიობმა განაცხადა, რომ ოცნებობს მშვიდობაზე, როცა ყველა ქალის უფლებები დაცული იქნება.
პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, იმავე კვირაში ნიკოლ კიდმანმა დაიწყო Etihad-ის რეკლამაში გამოჩენა. მისივე თქმით, Etihad-ი არის გადამზიდავი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თანამშრომელი ფეხმძიმობის გამო დაითხოვოს.
თავის მხრივ კი Etihad-მა განაცხადა, რომ აფასებენ საკუთარ პერსონალს და მათ პატივისცემით ექცევიან.
შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ჯულიანა მურმა თურქული ტურისტული კომპანიის სახედ გახდომაზე უარი განაცხადა.