Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ საკუთარი სურვილის მიხედვით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს, წერს divannaya-sotnya.com.ua, ამერიკულ სააგენტო Associated Press-ზე დაყრდნობით.
”ცოტამ იცის, რომ დედის მხრიდან წარმოშობით უმანიდან ვარ. თავად მე ძალიან მორწმუნე არ ვარ, მაგრამ რამდენიმეჯერ ჰასიდებთან ერთად, ინკოგნიტოდ უმანში როშ ა-შანას (ებრაული ახალი წელი) დღესასწაულზე ჩავსულვარ. უკრაინას ჩემს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ.
ამიტომ მშვიდად არ შემიძლია ვუყურო, რასაც რუსეთი ყირიმსა და დონბასში აკეთებს”, აღნიშნა Facebook-ის შემქმნელმა.
”გარდა ამისა, - განაგრძო მილიარდერმა - როდესაც მე რუსეთში ჩავედი და პრეზიდენტთან ვიურთიერთე, მგონი მაშინ ეს მედვედევი იყო. მან მე ფეხი დამადგა და ბოდიშიც არ მოუხდია. ამიტომ მივიჩნევ, რომ მანდ ეს სპეციალურად გააკეთა. ასე მხოლოდ ველური და გაუზრდელი ადამიანები იქცევიან”.
ცუკერბერგმა განაცხადა, გათიშოს Facebook -ზე წერის საშუალება რუსული სეგმენტისათვის. მანვე ანალოგიურისკენ მოუწოდა სხვა სოციალურ ქსელებსაც.