”ვითიბი ბანკმა” ბარათების წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორის ვალერიან გაბუნიას განმარტებით, 1-ელი აპრილიდან ვითიბი ბანკის Rugby Card -ის, ან ნებისმიერი სხვა ბარათის მფლობელი ავტომატურად ჩაერთო ბანკის წამახალისებელ გათამაშებაში. ”ბარათით ანგარიშსწორებისას, მომხმარებელი ყოველ 20ან მეტ ლარიან ტრანზაქციაზე, 1 ბილეთს მიიღებს. გათამაშება შედგება 28 ივლისს, ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილი გამარჯვებულები, 2 ოქტომბერს გაემგზავრებიან ინგლისში, რეგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოსა და ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრებად”, აცხადებს გაბუნია. მისივე ინფორმაციით, გათამაშებაში მონაწილეობის პრინციპი მარტივია, რაც უფრო ხშირად ხდება ანგარიშსწორება ბარათით, მით უფრო მეტი ბილეთი გროვდება და შესაბამისად გამარჯვების შანსებიც იზრდება.