ავიაკომპანია YanAir-ი WizzAir-ის მგზავრების ”გადაბირებას” ცდილობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, YanAir-მა გადაწყვიტა WizzAir-ის ერთგულ მომხმარებლებს ასიამოვნოს და საქართველოს მიმართულებით ფრენები, WizzAir-ის მსგავსად კიევის ჟულიანის აეროპორტიდან განახორციელოს. კიევიდან თბილისის მიმართულებით YanAir-ი ფრენებს 26 აპრილიდან შეუდგება.
ავიაკომპანია კიევის გარდა თბილისის მიმართულებით რეისების განხორციელებას გეგმავს ოდესის აეროპორტიდანაც. უკვე ჩანიშნულია, რომ ოდესა-თბილისის მიმართულებით ფრენა 25 აპრილიდან დაიწყება. ავიაკომპანია რეისებს ბათუმის მიმართულებითაც განახორციელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, YანAირ-ი კიევი-ბათუმის რეისს ივნისიდან დაიწყებს.
ამ დროისათვის ფრენის კონკრეტული თარიღები გაწერილი არ არის, კომპანიის ინფორმაციით ამ დროისათვის არც ტარიფებია გაწერილი, თუმცა ცნობილია, რომ რეისები Boeing 737-400-ით შესრულდება. აღნიშნული ხომალდი 140 ადამიანზეა გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ კიევიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს ”უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები” ასრულებს და ორივე მიმართულებით ფრენის ღირებულება 3085 გრივნაა.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია WizzAir -ი უკრაინაში მუშაობას 20 აპრილიდან აჩერებს.