ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა „აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ხელს შეუწყობს ინვესტიციების განახორციელებს ინფრასტრუქტურაში.
„ესაა ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რათა განხორციელდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. სწორედ ამიტომ, საქართველომ გამოხატა ინტერესი, როგორც დამფუძნებელი ქვეყანა შეერთებოდა აღნიშნულ ბანკს. ეს მოგვცემს საშუალებას, სხვა ქვეყნებთან ერთად ვიმუშაოთ სადამფუძნებლო დოკუმენტებზე, რათა გათვალისწინებული იყოს ჩვენი ინტერესები,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, სადამფუძნებლო დოკუმენტებზე მუშაობა ახლა იწყება და უნდა დასრულდეს 2015 წლის განმავლობაში. „ვფიქრობთ, ბანკის ინვესტიციები საქართველოში, მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად. აღნიშნული ბანკი ახალ შესაძლებლობებს შესძენს განვითრებად ქვეყნებს და ასევე ითანამშრომლებს უკვე არსებულ დონორ ორგანიზაციებთან,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.