30 მარტიდან 2 აპრილამდე მორიგი უფასო გადამზადების კურსები მიმტანებისათვის ჩატარდება. ბათუმის კვების ობიექტებში დასაქმებულ კადრებს ტრენინგებს სასტუმრო "დივანში" გერმანელი ექსპერტი ული ტროსიენი ჩაუტარებს.
2015 წლის ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების თანამშრომელთა გადამზადების კურსებს სერვისის სამი მიმართულებით ახორციელებს. ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ რეგიონის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს, განთავსების ობიექტების ადმინისტრატორებსა და მენეჯერებს.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გადამზადების კურსებში ჩაერთულია ტურისტული კომპანიები. ტრენინგი ტურისტული ობიექტების მენეჯერების როგორც მმართველ, ასევე საშუალო რგოლს ჩაუტარდებათ. ამ ეტაპზე სულ 155 პიროვნება გადამზადდება.