დღეიდან ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრა გაიმართება. მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და თანამშრომლობის პროცესში მიღწეულ პროგრესს განიხილავენ. სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება მოსკოვის მიერ სოხუმის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე. წ. ხელშეკრულებაც.