პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლები დაესწრებია.ნ
„რაც შეეხება მინისტრებს, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მინისტრს მოსვლის და დასწრების შესაძლებლობა ექნება, მაგრამ ამას პარლამენტი მათ ვერ დაავალდებულებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბიუროს სხდომაზე.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ასევე განიხილეს მიმდინარე კვირის მორიგი პლენარული სხდომების დღის წესრიგი. როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევის საკითხის დღის წესრიგში შეტანა ოთხშაბათის ბიუროს სხდომაზე გადაწყდება.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა, რომელზეც ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გიორგი მარგველაშვილი წარსდგება, ხვალ 13:00 საათზე გაიხსნება