ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები, ხვალ, 31 მარტს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ექსპერტებს თავის გამოგონებას „მულტიკლიმატიზატორს“ წარუდგენენ. მე-10 კლასის მოსწავლეების, ირაკლი კაპანაძის და კარლო ხუციშვილის მოწყობილობას, წინასწარ ძიებას საქპატენტი უფასოდ ჩაუტარებს, რის საფუძველზე შეფასდება გამოგონების სიახლე. ახალციხელი მოსწავლეები ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებული გახდნენ და 9-10 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში ყოველწლიური ინოვაციების სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.