თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე უახლოეს პერიოდში პარლამენტში მისვლას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებთან მინდია ჯანელიძემ განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში მისვლას აპირებს არა იმიტომ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ, არამედ სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება, ანგარიშვალდებულია პარლამენტის მიმართ.
"მე ვგეგმავ პარლამენტში მისვლას არა იმიტომ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ, არამედ იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება, ანგარიშვალდებულია პარლამენტის მიმართ. როგორც მინისტრს, მიმაჩნია, რომ პერიოდულად უნდა ხდებოდეს პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგება", - განაცხადა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლას ,,თავისუფალი დემოკრატები” და ,,ნაციონალები” ითხოვენ.