სოციალური ქსელი Facebook-ი წარმატებით აგრძელებს პროგრამას, რომლის მიხედვითაც პლანეტის იმ ნაწილებში, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ არსებობს, კომპანია Facebook-ის დახმარებით, ინტერნეტზე წვდომა გაუიოლდეთ.
Facebook-ის ხელმძღვანელის მარკ ცუკემბერგის განმარტებით, კომპანიამ წარმატებით განახორციელა მზის ენერგიაზე მომუშავე დრონების გამოცდა დიდი ბრიტანეთის ცაზე.
იმისათვის, რომ დრონებმა წარმატებით იმუშაონ და ინტერნეტის გადაცემა შეძლონ ამისათვის კომპანია ლაზერულ სხივებს გამოიყენებს.
”ჩვენი პროექტის - Internet.org-ის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით სპეციალური, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სხივის დახმარებით მოსახლეობისათვის ინტერნეტის მიწოდებას შეძლებს”, აღნიშნა ცუკემბერგმა.
თავის მხრივ კი დრონი კომპანია Ascenta-ს მიერაა წარმოებული. აპარატს შესაძლებლობა აქვს ერთი თვის განმავლობაში 60 000 ფუნტის სიმაღლეზე (18,3 კმ) იფრინოს. დრონის ფრთების სიგრძე 29 მეტრია, რაც უფრო გრძელია ვიდრე Boeing 737-ის ფრთების სიგრძე. თუმცა მისი წონა ავტომობილზე მსუბუქია.