მკლელობების დამკვეთი სააკაშვილია, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „იმედი კვირაში. მისი თქმით, დამკვეთი ზის კიევში და ეს არის სააკაშვილის და ადეიშვილის მთელი გუნდი.
„ამ მკვლელობასაც და ყველა წინა მკვლელობასაც ვუკავშირებ ამ გუნდს, რომელიც არის კიევში. ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს ქვეყანაში კლასიკური ტერორი... თუ ხელისუფლება არ გააქტიურდება, კიდევ მინიმუმ სამ „ტრუპს“ დადებენ, მე ვამბობ ამას და არ ვამბობ ჰაერში. ხელისუფლებას მე და ჩემი თანამოაზრეები მოვუწოდებთ, სასწრაფოდ შეკრიბოს უშიშროების საბჭო იქნება თუ ძალოვანი სტრუქტურები და პირდაპირ მისცეს ამ ხალხს დავალება, დაიწყონ მოქმედებები, რასაც თავის დროზე ისრაელი ახორციელებდა, არგენტინიდან რომ ყურებთ ჩამოჰყავდათ დამნაშავეები... და რაც გოლდა მეირმა გააკეთა, ტერორისტებს რომ 20 წლიანი ბრძოლა გამოუცხადა, აი ეს ტერორისტები ასე ყურებით უნდა ჩამოვიყვანოთ და გავასამართლოთ საქართველოში. თუ ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს, აქ ვართ ის ხალხი, ვინს მაგათ ჩამოვიყვანთ”, - განაცხადა ინაშვილმა.