ჩინური ავიაგადამზიდავი Hainan Airlines Co. უახლოეს პერიოდში ხელს მოაწერს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც კომპანია კონცერნ Boeing Co-გან თვითმფრინავებს შეიძენს. საუბარია 30 ერთეულ 787-9 Dreamliner-ზე, ხოლო გარიგების ღირებულება 7,7 მლრდ დოლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ამ კონრტაქტის გაფორმების შემდეგ, ეს იქნება პირველი უმსხვილესი გარიგება ამ ტიპის ხომალდებზე, რომელიც 2013 წლის შემდეგ გაფორმდა.
კომპანიისთვის ავიალაინერების მიწოდება კი 2021 წლიდან დაიწყება.