პარლამენტის ბიუროზე დღეს ოთხი კომიტეტის თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხზე იმსჯელებენ. სავარაუდო კანდიდატებზე საპარლამენტო უმრავლესობა გასულ კვირას შეთანხმდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ,,ქართული ოცნება" თამაზ მეჭიაურს მოიაზრებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ გია ჟორჟოლიანის კანდიდატურა განიხილება. დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტს სავარაუდოდ თემურ ჭკუასელი უხელმძღვანელებს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კი თინა ხიდაშელისა და ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურები განიხილება.