”ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ საგაზაფხულო სამუშაოებში”,- აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანაკლიაში ბიზნესმენებთან შეხვედრისას, გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2013 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 97 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 24 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და მიწის სამუშაოების სახით. გასულ წელს 100 ათასზე მეტ ბენეფიციარს დავეხმარეთ და მათ ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტი დახმარება მიიღეს სახელმწიფოსგან. მიმდინარე წელს ასევე 100 ათასზე მეტ ბენეფიციარს ვეხმარებით სამეგრელოში და ამისათვის გამოყოფილია 7 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სარგებელი”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა
ბიზნესმენებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აგროდაზღვევის პროექტის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ 2014 წლის სექტემბრიდან, პირველად საქართველოში, ფერმერებს საკუთარი მოსავლის დაზღვევის საშუალება მიეცათ.
”ეს სამეგრელოს მაგალითითაც კარგად ჩანს - რეგიონში გაცემულია 1169 პოლისი; დაზღვეულია 1554 მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 1000 ჰექტარზე მეტია; დაზღვეული მოსავლის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა”- განმარტა პრემიერ-მინისტრმა.